საქართველოს საპატრიარქო ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის სერბეთის პატრიარქთან შეხვედრის საკითხს არკვევს, - ამის შესახებ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, მიმდინარეობს დაკავშირება სერბეთის საპატრიარქოსთან, რათა მოხდეს აღნიშნული საკითხის გარკვევა. „ჯერჯერობით ამას გარკვევა სჭირდება, რა მოხდა, როგორ იყო და საპატრიარქო ამ ყველაფერს არკვევს“, - განაცხადა ზვიდაძემ.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი სერბეთის პატრიარქ ირინეოსს შეხვდა. ამის შესახებ სააგენტო „რესს“ ბიბილოვის პრესმდივანმა დინა გასიევამ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, შეხვედრა სერბეთის პატრიარქის რეზიდენციაში გაიმართა. როგორც ცნობილია, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ბოსნია და ჰერცოგოვინას ფედერაციაში შემავალ სერბთა რესპუბლიკაში 8-13 იანვრის ჩათვლით იმყოფებოდა. ”ვიზიტის” ფარგლებში ბიბილოვი ასევე სერბთა პრეზიდენტ მილორად დოდიკს შეხვდა.