აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარში მოკლული 28 წლის ირაკლი კეკელიას ცხედარს მდინარე რიონში ამ დრომდე ეძებენ. გარდაცვლილის დედის მარინა კეკელიას ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული მისი შვილის მეგობარია. განზრახ მკვლელობაში ორი პირია დადანაშაულებული, ორივე მათგანი დაკავებულია. სწორედ მათი ჩვენების საფუძველზე დაიწყო ცხედრის რიონში ძებნა. 31 დეკემბერს აბაშაში დაკარგული 28 წლის ირაკლი კეკელიას მკვლელობის საქმე გუშინ გაიხსნა. გამოძიება სს კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.