პანკისის ხეობაში 9 იანვარს დაკავებული ზურაბ იდოიძე დუმილის უფლებას იყენებს - ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა განაცხადა და განმარტავს, რომ ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. დავით მოდებაძის განცხადებით, ის შეხვდა მის დაცვის ქვეშ მყოფ პირს, თუმცა, საუბრის თემასა და დეტალებს ვერ გაასაჯაროებს. ზურაბ იდოიძე 9 იანვარს, ახმეტაში დააკავეს. სოფელ ომალოში მის კუთვნილ სახლში ჩხრეკა ჩატარდა. სუს-ის ინფორმაციით, იდოიძე, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად თურქეთში ახმედ ჩატაევის დასახმარებლად იმყოფებოდა. ასევე ოდოიძებ და გორნაკაშვილმა ჩატაევი დაჯგუფების სხვა წევრებთან ერთად თურქეთ-საქართველოს საზღვართან მანქანით მიიყვანეს. გამოძიება 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის ზომად 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.