პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა - Palitra News

პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა

2018-01-10 09:55:15+04:00

პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექიმმა ზაზა ლურსმანაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, მაჩალიკაშვილი დღეს დილით გარდაიცვალა.19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი ამ დრომდე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

იხილეთ: "დილას გადაგვყავდა და სპეციალურად მომიკლეს შვილი" - თემირლან მაჩალიკაშვილის დედის კომენტარი და კადრები საავადმყოფოდან