თბილისში მომხდარი 19 წლის ბიჭის განზრახ მკველობის საქმეზე გამოძიებამ 6 პირი დააკავა. როგორც შს მინისტრის მოადგილემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაანცხადა, მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით - 5 .როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის გათვალისწინებულია 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მკვლელობაში ბრალდებულს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.შეგახსენებთ, რომ 19 წლის ახალგაზრდა, რომელსაც კვირაზე მეტია ეძებდნენ, ორთაჭალაში, ძველი ავტომობილების სადგომთან ახლოს, მოკლული ნახეს.იხილეთ: 19 წლის მამაკაცი, რომელსაც ოჯახი კვირაზე მეტია ეძებდა, მტკვრის ნაპირთან მოკლული იპოვეს - რას ამბობს თვითმხილველი?