ქართლის ქარის ელექტროსადგურის მიერ 2017 წლის განმავლობაში გამომუშავებულმა და ქსელში მიწოდებულმა ელექტროენერგიამ 87 მილიონ 800 ათასი კილოვატ საათი შეადგინა. ქართლის ქარის ელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის 20 დეკემბერს ოფიციალურად შევიდა, ხოლო კვალიფიციურ საწარმოდ კი 2017 წლის 27 იანვარს დარეგისტრირდა. მისი დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატს შეადგენს. სადგურზე დამონტაჟებულია 6 ცალი 3,45 მეგავატის სიმძლავრის ქარის ტურბინა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს მთავრობა ქართლის ქარის ელექტროსადგურის აქციების საქართველოს საფონდო ბირჟაზე გატანას გეგმავს.