თურქეთის პროვინცია ჩანაკალეში ააშენებენ კატების სოფელს, რომელშიც სულ მცირე 200 ცხოველი დაბინავდება.მუნიციპალიტეტის განცხადების თანახმად, კატებისთვის განკუთვნილი საცხოვრისი 600 კვადრატული მეტრის ფართობზე განთავსდება, სადაც ბუნგალოს სტილის პატარა სახლები, კვებისა და წყლის დასალევი ადგილები მოეწყობა.ათობით პატარა სახლი უპატრონო კატებისთვის რიგაში ათობით პატარა სახლი უპატრონო კატებისთვის რიგაშიგარდა ამისა, გარე ფაქტორებისგან დასაცავად სპეციალური ზომები იქნება მიღებული. ამასთან ერთად, ცხოველების მდგომარეობას სპეციალური პერსონალი დააკვირდება.