პანკისის სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა 26 დეკემბერს მათ სახლში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს. ის ამბობს, რომ მისი ქალიშვილი შეესწრო სპეცრაზმელების დაპირისპირებას და კამათს, რაც სავარაუდოდ თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ტყვიის სროლას უკავშირდებოდა. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, სპეცრაზმელი, რომელმაც გაისროლა, პანიკაში იყო და სხვები მისთვის იარაღის წართმევას ცდილობდნენ.მალხაზ მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, დღის განმავლობაში გაირკვევა როდის გადაიყვანენ დაჭრილს ავსტრიაში. მისი თქმით, ტრანსპორტირების რისკები შეფასებულია. რაც შეეხება რუსეთიდან ჩამოყვანილ სპეციალისტს, ის კონსილიუმში მონაწილეობდა და საქართველო იმავე დღეს დატოვა.