„ქართულმა ლეგიონმა“ უკრაინის სამხედრო ძალების 54-ე ბრიგადა დატოვა. ამის შესახებ ლეგიონი ინფორმაციას Facebook-ზე ავრცელებს. როგორც განცხადებიდან ირკვევა, უკრაინის სამხედრო ძალების დატოვების მიზეზი 54-ე ბრიგადის არაკომპეტენტური და უკანონო ქმედებებია. „2017 წლის 20 დეკემბერს ქართულმა ლეგიონმა სრული შემადგენლობით დატოვა 54-ე ბრიგადა მეთაურის და მისი გარემოცვის არაკომპეტენტურობის და ასევე, უკანონო ბრძანებების გამო. 2017 წლის 16 დეკემბრის სამხედრო ოპერაციის შესახებ, რომლის დროსაც ლეგიონის 11 მეომარი დაიჭრა, უახლოეს დღეებში პრესკონფერენციაზე ვისაუბრებთ,“- ნათქვამია ქართული ლეგიონის განცხადებაში. როგორც განცხადებიდან ირკვევა, 54-ე ბრიგადის ხელმძღვანელობა დაჭრილი ქართველი მებრძოლების ჰოსპიტალიდან დეპორტაციას ცდოლობდა, რომ მათ ამ სამხედრო ოპერაციის შესახებ ინფორმაცია არ გაევრცელებიათ.