თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა დილით მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოხდა. "მერსედესის" მარკის ავტომანქანა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავტომანქანაში მყოფი სამი ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.