წარმოიდგენდით, რომ თქვენს ნაწერს ქაღალდზე მყისიერად გააციფრულებდით და კომპიუტერში გადაიტანდით? ეს უკვე შესაძლებელია ინოვაციური კალმის მეშვეობით Equil Smartpen. როგორც ამბობენ ეს არის კალამი, რომლის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ საკუთარი ნაწერების და ჩანახატების ციფრული ვერსიების ქაღალდიდან პირადპირ კომპიუტერში გადატანა. საკმარისია თქვენ დაწეროთ ქაღალდზე სპეციალური კალმით და დააკვირდეთ როგორ ტრანსფორმირდება ის ციფრულ ვესრიად და გადადის iOS, Mac და Windows ტექნოლოგიებში. გარდა ამისა კალამი თავსებადია და უკავშირდება Dropbox, Evernote and iCloud პროგრამებს. თქვენ შეგიძლიათ საკუთარი ნაწერების და ჩანახატების გაფორმება, ფერის შეცვლა, გამუქება. დანამატის სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ სურათები, ვიდეომასალა და რუკები. როგორც ამბობენ, თქვენ შეგიძლიათ ნაწერის PSD და PDF ფორმატებად ტრანსორმირება. მისი გამოყენება ძალიან მარტივია, საკმარისია მიმღები ბლოკნოტზე ან ფურცელზე მიამაგროთ და კალმით წერა დაიწყოთ. მოწყობილობა ავტომატურად დააფიქსირებს ყველაფერს, რასაც კი დაწერთ ან დახატავთ. კალამი ჩვეულებრივ მელანს იყენებს, თუმცა თქვენ თქვენ შეგიძლიათ ნამუშევრის დასრულება ან შესწორება იმავე კალმით თქვენს ipad-ში. გარდა ამისა, საკუთარი ნამუშევარი შეგიძლია გააზიაროთ სხვადსხვა ფლატფორმაზე და სოციალურ ქსელში.