ავიაკომპანია Yanair ლვოვი-ბათუმის მიმართულებით პირდაპირ რეისებს 8 ივნისიდან შეასრულებს. ამის შესახებ avianews.com ავიაკომპანიის დაჯავშნის სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით წერს. თავდაპირველად ლვოვი-ბათუმის რეისები კვირაში ერთხელ - პარასკევობით, 19 ივნისიდან კი კვირაში ორი სიხშირით - სამშაბათსა და პარასკევს შესრულდება. ბილეთის ფასს რაც შეეხება, ეკონომ-კლასის ორმხრივი ავიაბილეთების ღირებულება დაახლოებით 220 ამერიკული დოლარი იქნება.