2 წლის საბა ჟორჟოლიანის გარდაცვალებაში ოჯახი "გლობალმედის" მედპერსონალს ადანაშაულებენ. კლინიკაში ბავშვი პარასკევს პნევმონიის დიაგნოზით მიიყვანეს, შაბათს კი მდგომარეობის გართულების შემდეგ მცირეწლოვანი სხვა კლინიკაში გადაამისამართეს.ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ბავშვის გარდაცვალების მიზეზი მედიკამენტების გადაჭარბებული დოზა გახდა და მკურნალი ექიმისათვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვენ.მომხდართან დაკავშირებით კლინიკაში კომენტარს არ აკეთებენ.