რუსთავში, შარტავას გამზირზე #9 საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე ხანძარი იყო. ცეცხლი, სავარაუდოდ, ხატების კუთხეში დანთებული სანთლიდან გაჩნდა. შემთხვევის დროს სახლში 90 წელს გადაცილებული მამაკაცი იმყოფებოდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად სადარბაზოში ძლიერი დაკვამლიანება იყო და მეზობლებმა მოხუცი სახლიდან დროულად გამოიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ მაშველები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია. ხანძრის შედეგად მოხუცი არ დაშავებულა. ექიმის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს.