ყველას თავისი საყვარელი საახალწლო ფილმი აქვს. ზოგს "მარტო სახლში" მოსწონს, ზოგი "რეალური სიყვარულითაა" აღფრთოვანებული, თუმცა, ნენსი მაიერსის რომანტიკული კომედია "შვებულება გაცვლით" ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია, რომლის ნახვა ნამდვილად ღირს სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად. სამხრეთ კალიფორნიაში წარმატებული სარეკლამო სააგენტოს მფლობელ ამანდა ვუდს საოცრად არ უმართლებს პირად ცხოვრებაში. ცხრა ათასი კილომეტრის დაშორებით, სულ სხვა კონტინენტზე, თუმცა იმავე პრობლემითაა შეწუხებული გაზეთ Daily Telegraph-ის ჟურნალისტი აირის სიმპკინი, რომელიც უიმედოდაა კოლეგაზე შეყვარებული, ის კი, სწორედ საშობაო დღესაწაულების წინ აცხადებს საჯაროდ საკუთარი ნიშნობის შესახებ. უსიამოვნებებისგან თავის დაღწევის სურვილით ქალბატონები საკმაოდ ორიგინალურ - სახლების გაცვლის საიტზე ეცნობიან ერთმანეთს და ორკვირიან სპონტანურ შვებულებასაც აწყობენ. ამანდა თოვლიან სურეაში მიემგზავრება და აირისის მყუდრო სახლში ბინავდება, აირისი კი პირიქით, არდადეგებს მზიან ლოს-ანჯელესში, ამანდას მდიდრულ ვილაზე ატარებს და როგორც ყველა კეთილ ზღაპარში, მათი ოცნებებიც სწორედ შობის ღამეს სრულდება.