საფრანგეთში საახალწლოდ ემზადებიან. ეიფელის კოშკი საახალწლო დეკორაციებით მორთეს. ქვეყნის დედაქალაქში დადგმულია კრისტალის ფიგურები, მორთულია ხეები. დამთვალიერებლების თქმით, ყველაფერი ძალიან ლამაზი და გასაოცარია. ვიზიტორებს მორთული ქალაქის ნახვა რამდენიმე კვირის განმავლობაში შეეძლებათ.