სავაჭრო ცენტრმა "თბილისი მოლი" ძაღლების გამოფენას უმასპინძლა. ღონისძიება საქართველოს ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციის ინიციატივით, ვეტერინარულ სავაჭრო ცენტრ MY VET.GE-სა და „თბილისი მოლის“ მხარდაჭერით ჩატარდა, რომელიც 2018 წელს -ძაღლის წელს მიეძღვნა. გამოფენაზე 20-ზე მეტი ჯიშის ძაღლი იყო წარმოდგენილი. ასევე მოეწყო გასართობი აქტივობები.
საქართველოს ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციის პრეზიდენტ ლალი ვაშაკიძის განცხადებით, გამოფენა ემსახურება საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ცხოველის მოვლა-შენახვის შესახებ. მისივე თქმით, ადამიანებს რომლებსაც ჰყავთ ან სურთ შეიძინონ ცხოველი, შეუძლიათ ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციის უფასო კონსულტაციით ისარგებლონ.
ვეტერინარული ასოციაციის მიზანია საზოგადოებას მიაწვდინოს ხმა ძაღლების მოვლა-პატრონობასა და პასუხისმგებლობაზე, ვინაიდან ხელი შეუწყოს ევროსტანდარტების დანერგვას საქართველოში.