შეცდომა იყო, თავის დროზე რომ ვთქვი, გიორგი კვირიკაშვილი ჩემი მეგობარია-თქო, ამის მერე თვითონაც უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდე, - ამის შესახებ გიორგი გაჩეჩილაძემ (უცნობი) „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. გიორგი გაჩეჩილაძემ ისაუბრა საქართველოში ტენდერებში კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე, კონკრეტულად კი განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების ტენდერი კომპანია „სიტროინ ჯორჯიამ“ უსაფუძვლო მიზეზების გამო წააგო. მისივე თქმით, საქართველოში ტენდერებში სულ რამდენიმე კომპანია მონაწილეობს, რომელიც კარტელს წარმოადგენს და ამ კომპანიებთან ასოცირდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.
იხილეთ: "საგიჟეთი" - რა გადაცემის გაკეთებას გეგმავს "უცნობი" ტელევიზიაში და ვისთან ატარებს ყველაზე დიდ დროს?