მიხეილ სააკაშვილის ძებნის გადაწყვეტილება კომიკური და სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ "პალიტრანიუსის" გადაცეაში "360 გრადუსი" განაცხადა.მისი თქმით, უკრაინული მხარე სააკაშვილთან მიმართებით სამართლებრივ ნორმებს არღვევს და აცხადებს, რომ საქმის მასალები მიხეილ სააკაშვილის ადვოკტებისთვის ამ დრომდე უცნობია.