ცნობილ არქეოლოგიურ აღმოჩენებს ყოველთვის განსხვავებული ბედი და ისტორია აქვთ.ზოგჯერ, მეცნიერები წლების მანძილზე უშედეგოდ ეძებენ საუკენეების წინ დაკარგულ განძს ან ცივილიზაციას, ზოგჯერ კი, აბსოლუტურად შემთხვევითი ადამიანი ხდება გრანდიოზული აღმოჩენის ავტორი. ასე მოხდა 1985 წელსაც, როცა წყალქვეშა ცურვის ინსტრუქტორმა, იღბლიანმა კიხაჩირო არატაკემ იაპონიის პატარა კუნძულ იონაგუნის სანაპირო წყლებში ჩაყვინთა და თავისდა გასაკვირად უძველესი ქალაქის ნანგრევებს მიაგნო.15 მეტრის სიღრმეზე არატაკე უზარმაზარ ქვის პლატოს გადააწყდა, რომელიც სწორხუთხედებისა და რომბების ორნამენტებით დაფარული ფართო და ბრტყელი პლატფორმებით ერთგვარ ტერასებში გადადიოდა და მასიური საფეხურებით სრულდებოდა, უცნაური ნაგებობის კიდე კი, ვერტიკალური კედლით მოწყვეტით ეშვებოდა ფსკერზე მთელი 27 მეტრის სიღრმეზე.