ავიაკომპანია Flydubai ქუთაისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს 14 ივნისიდან დაიწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დუბაი-ქუთაისის მიმართულებით ოპერირებას არაბეთის გაერთიანებული საემიროების ავიაკომპანია კვირაში 3 სიხშირით დაიწყებს. დუბაი-ქუთაისი-დუბაის მიმართულებით ფრენები ბოინგ 737-ით 2018 წლის ზაფხულის განმავლობაში14 ივნისიდან 22 სექტემბრის პერიოდში განხორციელდება.
ცნობისთვის, თბილისისა და ბათუმის შემდეგ, ქუთაისი მესამე ქალაქი იქნება საქართველოში, სადაც Flydubai იფრენს.