2017 წლის მე-3 კვარტალში ბიზნეს სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 131 ლარით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 143 ლარსა და 50 თეთრს გაუტოლდა. საწარმოთა ზომის მიხედვით კი საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესში – 1 178 ლარი 30 თეთრი, საშუალო ბიზნესში – 1 240 ლარი 70 თეთრი, მცირე ბიზნესში – 1 051 ლარი 50 თეთრი.