ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაციების ერთმა ნაწილმა და გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ „რიონის დაცვის დღე“ დაარსეს. ქუთაისში, თეთრ ხიდთან მდინარე რიონის დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში რუსთაველის ხიდიდან თეთრ ხიდამდე დასუფთავების აქცია მოეწყო. მდინარე რიონის დაცვის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალურ ცერემონიაში გარემოს ეროვნული სააგენტოს დირექტორმა თამარ ბაგრატიამ და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.