"არაფერი ესმოდათ ბავშვებს იმდენად იყვნენ ჩართულნი ჩხუბში " - რას ჰყვება ნიკა ვაჩეიშვილი რომელიც თავად შეესწრო მოზარდების ჩხუბს - Palitra News

"არაფერი ესმოდათ ბავშვებს იმდენად იყვნენ ჩართულნი ჩხუბში " - რას ჰყვება ნიკა ვაჩეიშვილი რომელიც თავად შეესწრო მოზარდების ჩხუბს

2017-12-01 21:43:40+04:00

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი და მისი ოჯახი წევრები ვერაზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პოლიციამ დაკითხა, - ამის შესახებ ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.მან გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს მიუსამძიმრა და იმედი გამოთქვა, რომ დაჭრილი მოზარდის შემთხვევაში ყველაფერი კარგად იქნება. ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა დღეს მომხდარი ფაქტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ტრაგედია შუადღისას მოხდა და ის თავადაც შემთხვევით შეესწრო.

ამავე გადაცემიდან იხილეთ: "მთელი საქართველო ლოცულობს, რომ ეს ბავშვი გადარჩეს" - ავთანდილ იმედაძე ბოლო ინფორმაციით რესპუბლიკური საავადმყოფოდან