"მთელი საქართველო ლოცულობს რომ ეს ბავშვი გადარჩეს" - ავთანდილ იმედაძე ბოლო ინფორმაციით რესპუბლიკური საავადმყოფოდან - Palitra News

"მთელი საქართველო ლოცულობს რომ ეს ბავშვი გადარჩეს" - ავთანდილ იმედაძე ბოლო ინფორმაციით რესპუბლიკური საავადმყოფოდან

2017-12-01 21:36:17+04:00

ხორავას ქუჩაზე, დაჭრილი 16 წლის მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ განაცხადა."მინდა აღვნიშნო, რომ მდგომარეობა რჩება უკიდურესად მძიმე. მეორე ოპერაციას ნუ დავარქმევთ, რადგან ეს იმ ოპერაციის გაგრძელება იყო, ოდნავი შესვენება გავაკეთეთ, რომ სტაბილიზაცია მომხდარიყო. პრაქტიკულად, პაციენტი ნული წნევით შემოვიდა. პირდაპირი გულის მასაჟით შევიდა პაციენტი საოპერაციოში. საკაციდან საოპერაციო მაგიდაზე მისი გადაყვანა ვერ მოხერხდა და პირდაპირ იმაზე დაიწყო და დამთავრდა ოპერაცია, რითაც შემოიყვანეს. ეს იყო უმძიმესი წუთები ჩვენთვის", - განაცხადა ავთანდილ იმედაძემ და დასძინა, რომ პირდაპირი მნიშვნელობით ბრძოლა მიმდინარეობდა ბავშვის გადასარჩენად.

ამავე გადაცემიდან იხილეთ: არაფერი ესმოდათ ბავშვებს იმდენად იყვნენ ჩართულნი ჩხუბში " - რას ჰყვება ნიკა ვაჩეიშვილი რომელიც თავად შეესწრო მოზარდების ჩხუბს