მეცნიერების ჯგუფმა შექმნა ახალი გენური თერაპია, რომელიც მოწოდებულია დაეხმაროს პაციენტებს, ვისაც მხედველობის დაკარგვა მემკვიდრეობითი დაავადების - ლებერის თანდაყოლილი ამავროზის გამო აღენიშნება. ამ თერაპიით შესაძლებელია მხედველობის იმ ხარისხით დაბრუნება, რომ ადამიანმა შეძლოს ლაბირინთში ორიენტაცია არამკვეთრი განათებისას.ახალი თერაპიის სახელწოდებაა "voretigene neparvovec". ის წარმოადგენს უვნებელი ვირუსის გენეტიკურად შეცვლილ ვერსიას. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ 29 პაციენტიდან 27-ში მხედველობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. კერძოდ, მათ გაუჩნდათ სინათლის შეგრძნება და გაუუმჯობესდათ პერიფერიული მხედველობა.ცხადია, მხედველობა სრულად არ აღდგა, მაგრამ პაციენტებმა შეძლეს საგნების ფორმისა და სინათლის დანახვა. თერაპიისეფექტი უკვე ორი წელია შენარჩუნებულია. ამ მეთოდით მკურნალობამ შესაძლებელია სიბრმავის გამომწვევ, სხვა გენეტიკური დაავადების მკურნალობას გაუღოს კარი. კერძოდ, გენეტიკოსები პიგმენტური რეტინიტის პრობლემის გადაჭრაზე მუშაობენ.