"პაციენტი არის 16 წლის, ის შემოვიდა სადისტური დაზიანებებით გულ-მკერდის და მუცლის არეში" - კლინიკის დირექტორი - Palitra News

"პაციენტი არის 16 წლის, ის შემოვიდა სადისტური დაზიანებებით გულ-მკერდის და მუცლის არეში" - კლინიკის დირექტორი

2017-12-01 16:38:34+04:00

რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, ავთანდილ იმედაძის განცხადებით, ხორავას ქუჩიდან მიყვანილ 16 წლის მოზარდს სადისტური დაზიანებები აქვს მიყენებული როგორც გულ-მკერდის, ისე მუცლის არეში.როგორც იმედაძემ განაცხადა, პაციენტის სიცოცხლისთვის ექიმთა დიდი ჯგუფი იბრძვის და ამ დროისთვის სასიცოცხლო მაჩვენებლები სწორდება.”პაციენტი არის 16 წლის. ის შემოვიდა კლინიკაში სადისტური დაზიანებებით გულ-მკერდის და მუცლის არეში. დაზიანებულია მაგისტრალური გულსისხლძარღვები, ბარძაყის არტერია, ვენა - პრაქტიკულად ნული წნევით შევიყვანეთ საოპერაციოში, დაფიქსირდა გულის გაჩერებაც, თუმცა ახლა აღდგენილია. მიმდინარეობს მთელი სამედიცინო პერსონალის ბრძოლა ამ ბავშვის გადასარჩენად. ბოლო მონაცემებით მინდა გითხრათ, რომ სტაბილიზაციას მივაღწიეთ. წნევა წამოვიდა და იმედები გაგვიჩნდა, რომ გადარჩება. ახლა ძალიან დიდია შანსი, რომ გადარჩეს. სასიცოცხლო მაჩვენებლები სწორდება. ბრძოლაშია ჩართული ყველა განყოფილება, მთელი ქირურგიული ჯგუფი, საოპერაციო უნდა ნახოთ. ჭრილობა არის ბლაგვი საგნით მიყენებული”, - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, ავთანდილ იმედაძემ ტელეკომპანია ”პირველის” ეთერში.შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

იხილეთ:

"ხმა გავიგეთ ყვირილის, დაჭრილი ბავშვები ვნახეთ, ერთი დაიღუპა სამწუხაროდ" - თვითმხილველი ვერაში სკოლასთან მომხდარ დაჭრაზე

"ჩხუბი იყო დიდი, ბევრი მოსწავლით" - ვერაზე მდებარე ერთ-ერთ სკოლაში ორი მოზარდი დაჭრეს

ერთი დაღუპული, ერთი დაჭრილი და ერთი დაშავებული მოსწავლე - რას ამბობენ თვითმხილველები 51-ე სკოლასთან მომხდარ გარჩევაზე