"ჩხუბი იყო დიდი, ბევრი მოსწავლით" - ვერაზე მდებარე ერთ-ერთ სკოლაში ორი მოზარდი დაჭრეს - Palitra News

"ჩხუბი იყო დიდი, ბევრი მოსწავლით" - ვერაზე მდებარე ერთ-ერთ სკოლაში ორი მოზარდი დაჭრეს

2017-12-01 15:15:34+04:00

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკოლოზ ვაჩეიშვილის ინფორმაციით, ვერაზე მდებარე ერთ-ერთ სკოლაში უფროსკლასელებმა იჩხუბეს, დაჭრილია 2 მოზარდი. როგორც ვაჩეიშვილი აცხადებს, ჩხუბში საკმაოდ ბევრი მოსწავლე მონაწილეობდა და მიზეზი უცნობია.

”ამ წუთას ვერაზე იჩხუბეს უფროსკლასელებმა. დანით დაიჭრა 2 ბიჭი. ჭრილობები მძიმეა... ჩხუბი იყო დიდი, ბევრი მოსწავლით”, - წერს ნიკა ვაჩეიშვილი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

იხილეთ:"ხმა გავიგეთ ყვირილის, დაჭრილი ბავშვები ვნახეთ, ერთი დაიღუპა სამწუხაროდ" - თვითმხილველი ვერაში სკოლასთან მომხდარ დაჭრაზე

"პაციენტი არის 16 წლის, ის შემოვიდა სადისტური დაზიანებებით გულ-მკერდის და მუცლის არეში" - კლინიკის დირექტორი