ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლაზე უარი საქართველოს 379 მოქალაქეს ეთქვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეებს უარი ჯამში 16 ქვეყანაში შესვლაზე ეთქვა. აქედან ყველაზე მეტჯერ საქართველოს მოქალაქეებმა უარი იტალიისგან, პოლონეთისგან და საბერძნეთისგან მიიღეს. მონაცემები მოცემულია შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების დღიდან 28 მარტიდან 2 ნოემბრის ჩათვლით.საერთო ჯამში, აღნიშნულ პერიოდში შენგენის ზონაში 165 ათას 59 მოგზაურობა დაფიქსირდა. პირების რაოდენობამ, რომლებმაც სავარაუდოდ უვიზოდ მიმოსვლისთვის გათვალისწინებული 90-დღიანი ვადა დაარღვიეს - 10 330 პირი შეადგინა.