ბათუმის 5-ვარსკვლავიან სასტუმრო "ლეოგრანდში" მომხდარი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. სასტუმროში 24 ნოემბერს, საღამოს 20:00 საათისთვის გავრცელდა ინფორმაცია ხანძრის შესახებ. მოხდა ძლიერი დაკვამლიანება და სწორედ კვამლმა გამოიწვია ადამიანების სიკვდილი. სასტუმროდან დაახლოებით 100 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.შემთხვევის დროს, სასტუმროში იმყოფებოდა სამოდელო სააგენტო "იმიჯ ცენტრის" ხელმძღვანელი ია კიწმარიშვილი და "მის საქართველო 2017"-ის კონკურსანტები, რომლებიც ტრაგედიას გადაურჩნენ. "მის საქართველოს" ფინალური შოუ, ბათუმში ხვალ უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ტრაგედიის გამო გადაიდო. მსახიობი კახა მიქიაშვილი შემთხვევის ადგილზე მოდელებთან ერთად იმყოფებოდა, ის სილამაზის კონკურსის წამყვანია.
იხილეთ:
ახალი დეტალები სასტუმრო "ლეოგრანდში" მომხდარი ხანძრის შესახებ
სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად გარდაცვლილია საქართველოს 10 და ირანის 1 მოქალაქე