"ატყდა ჩოჩქოლი, სიგნალიზაციის ხმა არ იყო, საშინელი კვამლი იდგა" - სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძრისას დაღუპულების ახლობლები ახალ დეტალებზე საუბრობენ - Palitra News

"ატყდა ჩოჩქოლი, სიგნალიზაციის ხმა არ იყო, საშინელი კვამლი იდგა" - სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძრისას დაღუპულების ახლობლები ახალ დეტალებზე საუბრობენ

2017-11-25 14:11:54+04:00

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც დაღუპულთა ახლობლებმა განაცხადეს, 11 დაღუპულიდან 8 ლიფტში იპოვეს, 1 - აუზში, 2 კი სასტუმროს სავარჯიშო დარბაზში. ოფიციალური ინფორმაციით, ხაძრის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, ჰოსპიტალიზაცია 21 ადამიანს დასჭირდა. დაშავებულთა შორის ასევე არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 1 მეხანძრე-მაშველი. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

იხილეთ: "მინების ჩატეხვა გვინდოდა ვერ გავტეხეთ, მერე ჩაგვიყვანეს წყალში, სიბნელეში" - რას იხსენებს მსახიობი კახა მიქიაშვილი, რომელიც ხანძრისას "ლეგრანდში" იმყოფებოდა

ახალი დეტალები სასტუმრო "ლეოგრანდში" მომხდარი ხანძრის შესახებ

სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად გარდაცვლილია საქართველოს 10 და ირანის 1 მოქალაქე