ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სასულიერო პირები არიან შეკრებილები და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ელოდებიან. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს თბილისიდან ბათუმში ჩავა და და სასტუმრო „ლეოგრანდთან“ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის. სასტუმრო „ლეოგრანდში“ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, სასტუმროსთან იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.