ახალი დეტალები სასტუმრო "ლეოგრანდში" მომხდარი ხანძრის შესახებ - Palitra News

ახალი დეტალები სასტუმრო "ლეოგრანდში" მომხდარი ხანძრის შესახებ

2017-11-25 13:16:16+04:00

სასტუმრო "ლეოგრანდში" დაღუპული 6 ახალგაზრდა მამაკაცი ხანძრის დროს სასტუმროს სავარჯიშო დარბაზში იმყოფებოდა, - ამის შესახებ გარდაცვლილების ახლობლებმა განაცხადეს. დაღუპულებიდან ორი ახალგაზრდა, სავარაუდოდ ლიფტში იპოვეს, ორი კი სავარჯიშო დარბაზთან. გარდაცვლილი 6 მამაკაციდან 5 ბათუმელი იყო, ხოლო ერთი - გორიდან. ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვლილები პროზექტურიდან უკვე გადაასვენეს ოჯახებში.

იხილეთ:

"ატყდა ჩოჩქოლი, სიგნალიზაციის ხმა არ იყო, საშინელი კვამლი იდგა" - სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძრისას დაღუპულების ახლობლები ახალ დეტალებზე საუბრობენ

სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად გარდაცვლილია საქართველოს 10 და ირანის 1 მოქალაქე

როგორია სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა? - აჭარის ჯანდაცვის მინისტრის კომენტარი

ხანძრის გამო ბათუმში სილამაზის კონკურსი "მის საქართველო 2017" გადაიდო

როგორ გამოიყურებოდა ხანძრამდე 40 მილიონი დოლარის ინვესტიციით აშენებული სასტუმრო "ლეო გრანდი"