საქართველომ ყაზახეთისთვის ვალის გადახდა დაიწყო. ყაზახური მედიის ინფორმაციით, პირველმა გადახდამ 4 მილიონ 400 ათასი დოლარი შეადგინა. ყაზახეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, გადახდა დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. სახელმწიფოთაშორისი გეგმის მიხედვით, ვალის გადახდა 2017-2025 წლებში უნდა მოხდეს.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ყაზახეთის მიმართ საქართველოს ვალის განმეორებითი რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებას მიმდინარე წლის ივნისში მოაწერა ხელი. ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ვალის ოდენობა ყაზახეთისადმი 27 მილიონ 770 ათსი დოლარიდან 25 მილიონ 480 ათას დოლარამდე შემცირდა. მოლაპარაკება ყაზახეთთან ვალის რესტრუქტურიზაციაზე 2001 წლიდან მიმდინარეობდა და წარმატებით 2016 წელს დასრულდა.