უცნაური, სასაცილო, თანაც გემოვნებიანი კოსტიუმები და ნოსტალგიური მუსიკა - საუკეთესო რეტრო ფილმები, რომლებიც წარსულში "გაცხოვრებთ"
ეპოქის ხაზგასმული ავთენტურობა, უცნაური, ზოგჯერ სასაცილო, თუმცა, ამავდროულად გემოვნებიანი კოსტიუმები და ნოსტალგიური მუსიკა, რეტრო სტილში გადაღებული ფილმების მტავარი მახასიათებლებია. რომელთა შორის საუკეთესო ხელოვნების ნამდვილი ნიმუში ხდება და სამუდამოდ რჩება კინომოყვარულთა მეხსიერებაში.
ფილმის შემქნელები იმდენად ფრთხილად და საოცარი მზურველობით ცდილობენ წარსულის ყოფითი დეტალების, დეკორაციებისა და ტრადიციების აღდგენას, რომ მაყურებელი თავისდაუნებურად ეკრანზე ასახულ ეპოქაში იწყებს ცხოვრებას. რა თქმა უნდა კინომატოგრაფი არასოდეს ყოფილა ისტორიის შესწავლის საიმედო წყარო, თუმცა ვიზუალური ეფექტებით გამდიდრებული წარსულის საკუთარი თვალით ნახვა ბევრად უფრო სასიამოვნოა, ვიდრე იმავე წარსულის წიგნში ამოკითხვა.