სპეცოპერაციის ადგილზე სამართალდამცველებმა სპეცტექნიკა შეიყვანეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება. ტერიტორია კვლავ გადაკეტილია. ამჟამად ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სროლის ხმა არ ისმის. როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი ყვება, ცეცხლი ამ დროისთვის ტერიტორიაზე ჩამქრალია. ადგილზე მუშაობდა რამდენიმე სახანძრო ბრიგადა.
იხილეთ: ექსკლუზივი: ახლო კადრი ცეცხლმოკიდებული ბინიდან, სადაც ეჭვმიტანილები იმყოფებოდნენუწყვეტი სროლის ხმა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე - თვითმხილველის ვიდეო სპეცოპერაციის ადგილიდან"მეშინია გარეთ გასვლის და მეჩქარება სამსახურში" - რას ამბობენ და ითხოვენ სპეცოპერაციის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები?