ახდენს თუ არა კურსზე გავლენას 2 ბანკის მიერ შეძენილი ვალუტა - ეროვნული ბანკი "ბლუმბერგის" სისტემაში ვაჭრობის მონაცემებს გამოაქვეყნებს - Palitra News

ახდენს თუ არა კურსზე გავლენას 2 ბანკის მიერ შეძენილი ვალუტა - ეროვნული ბანკი "ბლუმბერგის" სისტემაში ვაჭრობის მონაცემებს გამოაქვეყნებს

2017-11-15 13:12:31+04:00

ეროვნული ბანკი "ბლუმბერგის" სისტემაში ორი ბანკის ვაჭრობის შესახებ მონაცემებს გამოაქვეყნებს. „ხშირად გვესმის, რომ „ბლუმბერგის“ სისტემაში ორი ბანკი ახდენს კურსზე გავლენას და ამის საპასუხოდ, ჩვენ ვაპირებთგამოვაქვეყნოთ ბანკების მიხედვით მათი წილი ვაჭრობაში, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ეროვნული ვალუტა დოლართან მმიმართებაში ყოველდღიურად უფასურდება. ამჟამად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6830 ლარი გახდა.