თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა. მგზავრთა დაშვება ორივე ტერმინალზე შესაძლებელია. მზავრები ელოდებიან რეისების აღდგენას და აეროპორტის ცენტრალური შესასვლელის ტერიტორიაზე იმყოფებიან.ასევე, მოძრაობა აღდგა თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან დამაკავშირებელ საავტომობილო მონაკვეთზე. მიუხედავად აეროპორტის მუშაობის განახლებისა, ადგილზე კვლავ მობილიზებული არიან სამართალდამცველები.