თუ ადამიანს ორგანიზმში მაგნიუმი ზედმეტად მომატებული ან დაქვეითებული აქვს, ალცჰაიმერის დაავადების ან სხვა ფორმის დემენციის რისკი მატულობს. კვლევა 9 500-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. აღმოჩნდა, რომ ადამიანებს, ვისაც მაგნიუმის პროფიციტი ან დეფიციტი აღენიშნებოდათ, დემენციის რისკი 30%-ით ჰქონდათ მომატებული. მაგნიუმს რეგულარულად არ ისინჯავენ, თუმცა, აღნიშნული შემოწმება დემენციის განვითარების პროგნოზირების საშუალებას იძლევა. ამჟამად იკვლევენ, მაგნიუმის კორექცია რამდენად შეამცირებს დემენციის რისკს.მაგნიუმის დონე ანომალიურად შეიძლება დაქვეითდეს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ან დიურეზების მიღებისას, მაგნიუმის დაბალი შემცველობის დიეტის დაცვისას, ალკოჰოლის ჭარბად მოხმარებისა და კვების დეფიციტის დროს.