ნამდვილად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მთელ ერთან ერთად, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ისეთი, როგორზეც ილია ოცნებობდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.პრემიერმა საზოგადოებას ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ მთავრობის ორგანიზებით, ამ იუბილესთან დაკავშირებით სადღესასწაულო კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები თბილისში, საგურამოსა და ყვარელში გაიმართება.