სამწუხაროდ, გოგა არ იქნება ბოლო პოლიტპატიმარი საქართველოში, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.ახალაია მისი ყოფილი ადვოკატის, გოგა ონიანისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ეხმაურება და მას თანადგომას უცხადებს.„ჩემი თანადგომა და მადლიერება გოგას. დღეს მას სჭირდება თანადგომა. სამწუხაროდ, გოგა არ იქნება ბოლო პოლიტპატიმარი საქართველოში“, - წერს ახალაია.