შემთხვევა თბილისში: სავალუტო ჯიხურში ახალგაზრდა გოგონას ცხედარი იპოვეს - Palitra News

შემთხვევა თბილისში: სავალუტო ჯიხურში ახალგაზრდა გოგონას ცხედარი იპოვეს

2017-11-06 20:27:45+04:00

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურში ახალგაზრდა გოგონას ცხედარი იპოვეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. რამ გამოიწვია გოგონას გარდაცვალება ჯერჯერობით უცნობია.როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, ცხედარს გარეგნული დათვალიერებით ძალადობის ნიშნები არ აღნიშნება. როგორც უწყებაში ამბობენ, დანიშნული ექსპერტიზა, რომელიც გარდაცვალების მიზეზს დაადგენს.

იხილეთ: რა გახდა სავალუტო ჯიხურში 33 წლის ქალის გარდაცავალების მიზეზი? - ვერსიაზე ახლობელი საუბრობს