კოსტავას ქუჩაზე სავალუტო ჯიხურში 33 წლის ქალი, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარდაცვლილის ახლობელმა შორენა ხუხუამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, გარდაცვლილს რაიმე დაზიანება არ აღენიშნება. იგი ასევე უარყოფს ინფორმაციას, თითქოს სავალუტო ჯიხურზე მოხდა თავდასხმა. გარდაცვლილის ახლობლები სუიციდსაც გამორიცხავენ. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
იხილეთ: შემთხვევა თბილისში: სავალუტო ჯიხურში ახალგაზრდა გოგონას ცხედარი იპოვეს