ოლიმპირმა ჩემპიონმა ძალოსანობაში ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. დუშეთში მიმდინარე ძალოსნობის საქართველოს ჩემპიონატზე ტალახაძემ ატაცში 220 კილოგრამის აწევა შეძლო. 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენმა თავისივე მსოფლიო რეკორდი 217 კილოგრამი გააუმჯობესა, რითაც ყველა დროის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. წელს ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატი კალიფორნიაში, ქალაქ ანაჰაიმში გაიმართება. ტურნირი 28 ნოემბერს დაიწყება, სადაც ქართველი რეკორდსმენი ტურნირის ფავორიტი იქნება.
იხილეთ: პრეზიდენტი გულშემატკივრებს შორის - ნახეთ მარგველაშვილის ემოციები ლაშა ტალახაძის რეკორდზე