ოლიმპირმა ჩემპიონმა ძალოსანობაში ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. დუშეთში მიმდინარე ძალოსნობის საქართველოს ჩემპიონატზე ტალახაძემ ატაცში 220 კილოგრამის აწევა შეძლო. 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენმა თავისივე მსოფლიო რეკორდი 217 კილოგრამი გააუმჯობესა, რითაც ყველა დროის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
ჩემპიონატს დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. ნახეთ მისი რეაქცია ლაშა ტალახაძის რეკორდზე.