მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ბიუჯეტში აქციზის გადასახადიდან მილიონ 100 ათასი ლარი შევიდა ნაცვლად გეგმით გათვალისწინებული მილიონ 200 ათასი ლარისა. ბიუჯეტის 9 თვის ანგარიშის თანახმად, აქციზის გადასახადის ფაქტიური შემოსავლების ჩამორჩენა საპროგნოზო მაჩვენებელთან, ერთი მხრივ გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ავტომობილების იმპორტიორებს მიეცათ შეღავათი 3 თვის განმავლობაში ძველი განაკვეთებით ესარგებლათ, ხოლო მეორე მხრივ თამბაქოზე აქციზის ზრდის მოლოდინის პირობებში კომპანიების მიერ მოხდა მარაგების შექმნა, რომლის ეტაპობრივი გამოყენება ხორციელდება მიმდინარე წლის განმავლობაში.