31 ოქტომბერს, ბიბლუსი გალერეაში,ლიტერატურული კონკურსის, "გახდი ბესტსელერის ავტორი" გამარჯვებული წიგნის, თათული ღვინიანიძის "აღიარება ხელისგულზე" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი, რეომელიც მოგვითხრობს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტ გოგონაზე, ადამიანურ ურთიერთობებსა და ცხოვრებისეულ სისუსტეებზე,წარადგენეს ლიტერატურათმცოდნემ და კონკურსის ჟიურის წევრმა ივანე ამირხანაშვილლმა და გამომცემლობა "პალიტრა L-ის" მთავარმა რედაქტორმა მაია ალუდაურმა ."პალიტრა L"-ისმიერ ორგანიზებული ლიტერატურული კონკურსი "გახდი ბესტსელერის ავტორი" 3 თვის განმავლობაში მიმდიანრეობდა და მკითხველი გამომცემლობის ვებგვერდზე ეტაპობრივად ეცნობოდა, კონკურსში მონაწილე 300 მდე ავტორის ნამუშევარს და თითოეულის შესახებ აზრსა და პოზიციას ხმის მიცემით გამოხატავდა.აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული თათული ღვინიანიძე არის ხალხის რჩეული კონკურსანტი.თათული ღვინიანიძის წიგნის ”აღიარება ხელისგულზე” შეძნა ყველა მსურველს შეუძლია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში.