ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი (Björk) თბილისში 28 ოქტომბერს ჩამოფრინდა. ის მუსიკალური ექსპედიციის ფარგლებში, საქართველოს რამდენიმე კუთხეს ესტუმრება. ბიორკი კონცერტებს 31 ოქტომბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, 3 ნოემბერს კი ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართავს.
მუსიკოსი ამ წუთებში ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის რეპეტიციას პირადად ესწრება. ნახეთ კადრები.