დელაიდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ ხელოვნური დამატკბობლების ჭარბად გამოყენებამ შეიძლება იმოქმედოს შაქარზე ორგანიზმის რეაგირებაზე, რაც თავის მხრივ ზრდის ტიპი-2 დიაბეტის განვითარების რისკს. კვლევაში მონაწილეობდა 27 მოხალისე. ზოგიერთი მათგანი დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ, იღებდა ხელოვნურ დამატკბობელს, დანარჩენები კი - პლაცებოს. 2 კვირის შემდეგ, შაქარზე ორგანიზმის რეაქცია იმ მოხალისეებში, რომლებიც ხელოვნურ დამატკბობლებს ღებულობდნენ, შეიცვალა, ხოლო საკონტროლო ჯგუფის მონაწილეებში კი - არა. მეცნიერების აზრით, ხელოვნურმა დამატკბობლებმა შეიძლება გამოიწვიოს ჭამის შემდეგ, სისხლში შაქრის დონის მატება და დიაბეტის რისკის გაზრდა. სპეციალისტების აზრით, შემდგომი კვლევები ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.