პოლონეთის სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული მამაკაცის თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაიჭრა. ამის შესახებ პოლონური მედია იუწყება.საქმეზე გამოძიება ქვეყნის პრემიერმინისტრმა ბიეტა შიდლომ პირად კონტროლზე აიყვანა. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, უცნობი შეიარაღებული მამაკაცი სავაჭრო ცენტრ „სტალევა-ვოლეში“ მყოფ ადამიანებს თავს დაესხა. ის შენობაში შევარდა და ხალხს დანა დაარტყა.მედიის ინფორმაციით, დამნაშავე დაკავებულია. ის 27 წლის ადგილობრივი მცხოვრებია. დანაშაულის მოტივი უცნობია.